×
აგრონომია
დეზინფექცია
ვეტერინარია
  • ხეხილის, კაკლოვანი და კენკროვანი კულტურებისთვის

    1.25 EUR
    პროდუქტის კოდი
    4860119420122

    აირჩიეთ მოცულობა:

    ფასი
    1.25 EUR
    დეტალური აღწერა:

    სერტიფიკატი

    „ელექსირი ხეხილისთვის, კაკლოვანი და კენკროვანი კულტურებისთვის" არის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროდუქტი, დამზადებული საქართველოში, ევროპული ტექნოლოგიით.
    შეესაბამება ევროკავშირის რეგულაციას.

    გამოყენება: ხეხილის, კაკლოვანი და კენკროვანი კულტურების ჯანსაღი და პროდუქტიული ზრდა-განვითარების დამხმარე საშუალება.

     შედეგიანობა:

    • ხელს უშლის სოკოვანი, ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების წარმოქმნა/განვითარებას;
    • მავნე მიკროორგანიზმებისგან გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკა;
    • ზრდის ხეხილის, კაკლოვანი და კენკროვანი კულტურების ნაყოფიერებას და მოსავლიანობას;
    • ეკოლოგიურად სუფთა ბიო პროდუქტის მიღება;
    • ხდება სხვადასხვა პესტიციდების გამოყენების შემცირება / ჩანაცვლება;
    • ნაკლები ფინანსური და ადამიანური რესურსების გამოყენებით მიიღწევა სასურველი შედეგი.

    გამოიყენება შემდეგი დაავადებების წინააღმდეგ:

    კულტურა

    დაავადებები

    ხეხილი

    ქეცი,ნაცარი, ჟანგა, თეთრი და შავი სიდამპლე,  ბაქტერიული ჭკნობა, ბაქტერიული კიბო, ანთრაქნოზი და სხვ.

    კაკლოვნები

     ნაცარი, ყავისფერი და ნაცრისფერი სიდამპლე,  მონოლიოზი,მელანკონუმი, ფუზარიოზი, ფომოპსისი, ბაქტერიული ლაქიანობა და სხვ.

    კენკროვნები

    ფიტოფტორა,მეწამული ლაქიანობა, ყვითელი  ჟანგა,სეპტორიოზი, ნაცრისფერი სიდამპლე, მონოლიოზი და სხვ.

    გამოყენება: გამოიყენება ონკანის ან ჭის წყალში განზავებული კონცენტრატი ფოთლოვანი გამოკვებისთვის. 

    გამოყენების წესები და სიხშირე: 

    14-16 დღეში ერთხელ (პრევენციის მიზნით)

    ყვავილობამდე: 4 ლ ,,ელექსირი’’ განაზავეთ 800ლ წყალში - გამოიყენება 1 ჰა-ზე.

    ყვავილობიდან: 2 ლ ,,ელექსირი’’ განაზავეთ 800ლ წყალში - გამოიყენება 1 ჰა-ზე.

    გამოყენება დამოკიდებულია მცენარის მწვანე საფარის განვითარების სტადიებზე. 

    გამოყენების ხანგრძლივობა და სიხშირე ფენოფაზების დაწყების წინ:

    1. სვენების ფაზა-4 ლ ,,ელექსირი’’ განაზავეთ 800ლ წყალში - გამოიყენება 1 ჰა-ზე;
    2. კვირტის დაბერვის წინ-4 ლ ,,ელექსირი’’ განაზავეთ 800ლ წყალში - გამოიყენება 1 ჰა-ზე;
    3. ყვავილობის წინ-4 ლ ,,ელექსირი’’ განაზავეთ 800ლ წყალში - გამოიყენება 1 ჰა-ზე;
    4. ყვავილობის შემდგომ-2 ლ ,,ელექსირი’’ განაზავეთ 800ლ წყალში - გამოიყენება 1 ჰა-ზე;
    5. ტენიკურ სიმწიფეში-2 ლ ,,ელექსირი’’ განაზავეთ 800ლ წყალში - გამოიყენება 1 ჰა-ზე;
    6. სრული სიმწიფის დასაწყისში-2ლ ,,ელექსირი’’ განაზავეთ 800ლ წყალში - გამოიყენება 1 ჰა-ზე;

    ხილის, კაკლოვანი და კენკროვანი კულტურების სეზონური სქემა:

    შემადგენლობა: ნატრიუმის ქლორიდი NaCl -0.4%, ქვექლოროვანი მჟავა HOCl – 0.1%, ელექტროაქტივირებული სითხე - 99.44%, ცეოლითი - 0.06%

    პერსონალური უსაფრთხოება:

    გამოყენებისას არ ავლენს ტოქსიკურ თვისებებს. სხეულის სპეციალურ დაცვას არ საჭიროებს.

    კონცენტრატთან მუშაობისას რეკომენდებულია პირბადის გამოყენება. ინდივიდუალურად გამოვლენილი უკუჩვენებისას მიმართეთ ექიმს.

    შენახვის პირობები: პროდუქტი შეინახეთ ორიგინალ ჭურჭელში +4-+25C ტემპერატურაზე, მზის ან/და ხელოვნური სინათლისგან მოშორებით მჭიდროდ დახურული თავსახურით.

    ვარგისიანობა: 12 თვე; გახსნიდან: 3 თვე

    გაფრთხილება: არ გამოიყენოთ წვიმის წინ, ქარის და ყინვის დროს.

    დოკუმენტაცია:
    უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი

    გაზიარება: