ხეხილის, კაკლოვანი და კენკროვანი კულტურებისთვის
აირჩიეთ მოცულობა:
დეტალური აღწერა:
„ელექსირი ხეხილისთვის, კაკლოვანი და კენკროვანი კულტურებისთვის" არის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროდუქტი, დამზადებული საქართველოში, ევროპული ტექნოლოგიით.
შეესაბამება ევროკავშირის რეგულაციას.
გამოყენება: ხეხილის, კაკლოვანი და კენკროვანი კულტურების ჯანსაღი და პროდუქტიული ზრდა-განვითარების დამხმარე საშუალება.
შედეგიანობა:
- ხელს უშლის სოკოვანი, ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების წარმოქმნა/განვითარებას;
- მავნე მიკროორგანიზმებისგან გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკა;
- ზრდის ხეხილის, კაკლოვანი და კენკროვანი კულტურების ნაყოფიერებას და მოსავლიანობას;
- ეკოლოგიურად სუფთა ბიო პროდუქტის მიღება;
- ხდება სხვადასხვა პესტიციდების გამოყენების შემცირება / ჩანაცვლება;
- ნაკლები ფინანსური და ადამიანური რესურსების გამოყენებით მიიღწევა სასურველი შედეგი.
გამოიყენება შემდეგი დაავადებების წინააღმდეგ:
კულტურა |
დაავადებები |
ხეხილი |
ქეცი,ნაცარი, ჟანგა, თეთრი და შავი სიდამპლე, ბაქტერიული ჭკნობა, ბაქტერიული კიბო, ანთრაქნოზი და სხვ. |
კაკლოვნები |
ნაცარი, ყავისფერი და ნაცრისფერი სიდამპლე, მონოლიოზი,მელანკონუმი, ფუზარიოზი, ფომოპსისი, ბაქტერიული ლაქიანობა და სხვ. |
კენკროვნები |
ფიტოფტორა,მეწამული ლაქიანობა, ყვითელი ჟანგა,სეპტორიოზი, ნაცრისფერი სიდამპლე, მონოლიოზი და სხვ. |
გამოყენება: გამოიყენება ონკანის ან ჭის წყალში განზავებული კონცენტრატი ფოთლოვანი გამოკვებისთვის.
გამოყენების წესები და სიხშირე:
14-16 დღეში ერთხელ (პრევენციის მიზნით)
ყვავილობამდე: 4 ლ ,,ელექსირი’’ განაზავეთ 800ლ წყალში - გამოიყენება 1 ჰა-ზე.
ყვავილობიდან: 2 ლ ,,ელექსირი’’ განაზავეთ 800ლ წყალში - გამოიყენება 1 ჰა-ზე.
გამოყენება დამოკიდებულია მცენარის მწვანე საფარის განვითარების სტადიებზე.
გამოყენების ხანგრძლივობა და სიხშირე ფენოფაზების დაწყების წინ:
- სვენების ფაზა-4 ლ ,,ელექსირი’’ განაზავეთ 800ლ წყალში - გამოიყენება 1 ჰა-ზე;
- კვირტის დაბერვის წინ-4 ლ ,,ელექსირი’’ განაზავეთ 800ლ წყალში - გამოიყენება 1 ჰა-ზე;
- ყვავილობის წინ-4 ლ ,,ელექსირი’’ განაზავეთ 800ლ წყალში - გამოიყენება 1 ჰა-ზე;
- ყვავილობის შემდგომ-2 ლ ,,ელექსირი’’ განაზავეთ 800ლ წყალში - გამოიყენება 1 ჰა-ზე;
- ტენიკურ სიმწიფეში-2 ლ ,,ელექსირი’’ განაზავეთ 800ლ წყალში - გამოიყენება 1 ჰა-ზე;
- სრული სიმწიფის დასაწყისში-2ლ ,,ელექსირი’’ განაზავეთ 800ლ წყალში - გამოიყენება 1 ჰა-ზე;
ხილის, კაკლოვანი და კენკროვანი კულტურების სეზონური სქემა:
- ატმის სეზონური სქემა
- ვაშლის სეზონური სქემა
- ბალისა და ალუბალის სეზონური სქემები
- ქლიავის სეზონური სქემა
- კომშის სეზონური სქემა
- მსხლის სეზონური სქემა
- თხილის სეზონური სქემა
- ნუშის სეზონური სქემა
- ზეთისხილის სეზონური სქემა
- მზესუმზირის სეზონური სქემა
შემადგენლობა: ნატრიუმის ქლორიდი NaCl -0.4%, ქვექლოროვანი მჟავა HOCl – 0.1%, ელექტროაქტივირებული სითხე - 99.44%, ცეოლითი - 0.06%
პერსონალური უსაფრთხოება:
გამოყენებისას არ ავლენს ტოქსიკურ თვისებებს. სხეულის სპეციალურ დაცვას არ საჭიროებს.
კონცენტრატთან მუშაობისას რეკომენდებულია პირბადის გამოყენება. ინდივიდუალურად გამოვლენილი უკუჩვენებისას მიმართეთ ექიმს.
შენახვის პირობები: პროდუქტი შეინახეთ ორიგინალ ჭურჭელში +4-+25C ტემპერატურაზე, მზის ან/და ხელოვნური სინათლისგან მოშორებით მჭიდროდ დახურული თავსახურით.
ვარგისიანობა: 12 თვე; გახსნიდან: 3 თვე
გაფრთხილება: არ გამოიყენოთ წვიმის წინ, ქარის და ყინვის დროს.
დოკუმენტაცია:
უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი