×
აგრონომია
დეზინფექცია
ვეტერინარია
  • ელექსირი ხელის და სხეულის დეზინფექტანტი

    10
    პროდუქტის კოდი
    4860119420252

    აირჩიეთ Volume:

    ფასი
    10
    დეტალური აღწერა:

    ხელისა და სხეულის დეზინფექტანტი არის ადამიანისთვის უვნებელი და ეკოლოგიურად სუფთა/ბიო პროდუქტი, რომელიც სერტიფიცირებულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს / დაავადებათა კონტროლის ცენტრის და რეგისტრირებულია ევროკავშირის ქიმიური სააგენტოს ბიოციდთა ნუსხაში.

    უპირატესობები

    • ხელისა და სხეულის საიმედო და სწრაფი დეზინფექციის უზრუნველყოფა;
    • ანადგურებს მავნე ბაქტერიებს, სოკოებს, ვირუსებს და მათ სპორებს, როგორებიცაა: (Enterobacter, Escherichia, Klebsiella, Salmonella, Staphylococcus, Enterococcus, Candida albicans, HBV, HIV, HCV, Herpes simplex, influenza A, SARS Coronavirus, Adenovirus, etc.);
    • ატენიანებს კანს და იცავს გაღიზიანებისა და გამოშრობისგან;
    • შესაფერისია ჰიგიენასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სფეროში, როგორიცაა ჯანდაცვა, მრეწველობა, ჰიგიენის დაცვა სახლის პირობებში, საექთნო საქმე, ჩვილთა მოვლა;
    • არ აღიზიანებს კანს, თვალებს და ლორწოვან გარსს;
    • არ შეიცავს სპირტს, მავნე საღებავებს, არომატიზატორებს და სხვა ალერგიულ ნივთიერებებს;
    • დამზადებულია საქართველოში ევროპული ტექნოლოგიით;

    გამოიყენება:

    • კომუნალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების დაწესებულებში;
    • სამედიცინო დაწესებულებებში;
    • საზოგადოებრივ ტრანსპორტში;
    • კვების გადამამუშავებელ მრეწველობაში;
    • კვების ობიექტებში (სასტუმროები, რესტორნები, კაფეები);
    • საგანმანათლებლო დაწესებულებებში (საბავშვო ბაღებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში);
    • პენიტენციალურ დაწესებულებებში;
    • ლაშქრობებში და მოგზაურობისას;

    შემადგენლობა:  ნატრიუმის ქლორიდი NaCl - 0.04%; ქვექლოროვანი მჟავა HOCl - 0.01%; ელექტროაქტივირებული სითხე 99.95%.

    გამოყენების წესი: დაისხურეთ და გადაინაწილეთ თანაბრად კანის ზედაპირზე 20-30 წამის განმავლობაში,  დამუშავების პროცესში სხეულის ზედაპირი მთლიანად უნდა იყოს დატენიანებული სითხით. არ საჭიროებს ჩამობანვას, დაელოდეთ შეშრობას.

    პერსონალური უსაფრთხოება: არ ავლენს ტოქსიკურ თვისებებს. არ საჭიროებს სასუნთქი გზების, ხელების, თვალების და სხეულის სპეციალურ დაცვას.

    პირველადი დახმარება: პირის ღრუში მოხვედრისას, რამდენჯერმე გამოივლეთ დიდი რაოდენობის სასმელი წყალი, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

    შენახვის პირობები: შეინახეთ თავდახურულ, ორიგინალ ჭურჭელში, მოარიდეთ მზის სხივებს.
    შენახვის ტემპერატურა: + 4 °C-დან + 25 °C-მდე.
    გაფრთხილება: მომატებული მგრძნობელობისას (კანის გაწითლება, ქავილის შეგრძნება) გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
    შენახვის ვადა: 1 წელი, გახსნიდან 3 თვე.

    დოკუმენტაცია:
    უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი 
    "ელექსირი" ხელის ჰიგიენა კლავს კორონავირუსს
    "ელექსირი" ხელის ჰიგიენა კლავს სტაფილოკოკს და ენტეროკოკს

    გაზიარება: