მეფრინველეობისთვის
აირჩიეთ Volume:
დეტალური აღწერა:
„ელექსირი მეფრინველეობისათვის“ საქართველოში ევროპული ტექნოლოგიით წარმოებული მაღალხარისხიანი პროდუქტია, რომელიც აუსნებოვნებს ფრინველის დაწყურებისათვის განკუთვნილ წყალს და წარმოადგენს ორგანიზმში არსებული მიკრობებისა და სხვა პათოგენების გაუვნებელყოფის დამხმარე საშუალებას, რომელიც ლაბორატორიულად დადასტურებული კვლევებით კლავს: E.Coli , სალმონელა, ენტეროკოკი და სხვა მავნე ცოცხალ ორგანიზმებს.
"ელექსირის" დეზინფექტანტი კლავს სტაფილოკოკს და ენტეროკოკს
"ელექსირი" კლავს სალმონელას და E.coli-ს
„ელექსირი“ მნიშვნელოვნად ამცირებს პათოგენებით და სხვა მავნე მიკროორგანიზმებით გამოწვეული დაავადებების შემთხვევებს და გაძლევთ საშუალებას მიიღოთ:
- ორგანული/ბიო წარმოებასთან თავსებადი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი (კვერცხი ხორცი);
- ფრინველის შემცირებული სიკვდილიანობა;
- ფერმაში ფრინველთა გაძლიერებული იმუნიტეტი;
- მომსახურე პერსონალის გაზრდილი უსაფრთხოება;
შემადგენლობა: ელექტროაქტივირებული სითხე – 99.5%; ნატრიუმის ქლორიდი NaCl - 0.4%; ქვექლოროვანი მჟავა HOCl - 0.1%.
გამოყენების ინსტრუქცია:
განაზავეთ „ელექსირი მეფრინველეობისათვის“ 1:1000 (1ლ „ელექსირი“ - 1000ლ წყალი) პროპორციით.
ევროკავშირის რეგულაციების მიხედვით, პროდუქტი არ კლასიფიცირდება ჯანმრთელობისათვის საშიშ ნივთიერებად. გამოყენებისას არ საჭიროებს სხეულის სპეციალურ დაცვას.
გაფრთხილება: კანზე მოხვედრისას ჩამოიბანეთ. პირის ღრუში ან სასუნთქ გზებში მოხვედრისას გამოივლეთ და მიიღეთ დიდი ოდენობით სასმელი წყალი. მომეტებული მგრძნობელობისას მიმართეთ ექიმს. არ შეიძლება პროდუქტის დალევა ან მიზანმიმართული შესუნთქვა.
ვარგისიანობა: 12 თვე; გახსნიდან: 3 თვე
პროდუქტი შეინახეთ ორიგინალ ჭურჭელში +4-+25C ტემპერატურაზე, მზის ან/და ხელოვნური სინათლისგან მოშორებით მჭიდროდ დახურული თავსახურით.
დოკუმენტაცია